უკეთესი იქნება, რომ მოვაშოროთ ტრავმულ სიტუაციას - ფსიქიატრი სააკაშვილზე

15.12.21 11:47
უკეთესი იქნება, რომ მოვაშოროთ ტრავმულ სიტუაციას - ფსიქიატრი სააკაშვილზე

უკეთესი იქნება, რომ მიხეილ სააკაშვილი მოვაშოროთ ტრავმულ სიტუაციას, - ამის შესახებ ალტერნატიული კონსილიუმის წევრმა, ფსიქიატრმა მარინა კურატაშვილმა, მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა. მედიკოსი ფსიქო-თერაპიული და ასევე ფარმაკოლოგიური მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობს. 

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება ნებისმიერი ადამიანის რეაბილიტაციისთის, რომ მოვაშოროთ ტრავმულ სიტუაციაციას და ეს ეხება ბატონ მიხეილ სააკაშვილსაც, ისევე როგორც, ნებისმიერ პატიმარს რომელსაც, ვთქვათ, ამის გამო სტრესული აშლილობა აქვს. სჭირდება ნამდვილად ფსიქო-თერაპიული ჩარევა, რომ გადალახოს, შექმნას ეს დაცვის მექანიზმები ამ ტრავმის საწინააღმდეგოდ და რა თქმა უნდა, ფარმაკოლოგიური ჩარევაც უნდა გაგრძელდეს, - ამბობს მარინა კურატაშვილი.

მიხეილ სააკაშვილზე სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ სააკაშვილს მძიმე ფსიქოლოგიურ-ნევროლოგიური პრობლემები აქვს და  გლდანის ციხეში მოწყობილი ე.წ. შუმოკის და იქ განვითარებული მოვლენების შედეგად მიღებული შოკი დღემდე ეტყობა. ფსიქიატრის თქმით,  ამ მომენტების გახსენება  სააკაშვილს ისევ მძიმე მდგომარეობაში აგდებს.   

მსგავსი სიახლეები