ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დეპუტატის შვილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს მასშტაბით 10-მდე პირია დაკავებული. სპეცოპერაციის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
თბილისში, ხვედელიძის 24 ნომერში, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დეპუტატ თემურ ჟორჟოლიანის შვილი, 30 წლის ბექა ჟორჟოლიანი, აიყვანეს. სპეცოპერაცია მედიის თანდასწრებით ჩატარდა. ოჯახის წევრები ვერ აკონკრეტებენ, რა კავშირი ჰქონდა ჟორჟოლიანს ქურდულ სამყაროსთან.
არსებული ინფორმაციით, ყველა დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით არის დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წევრობას, იძულებას ე.წ. ქურდული "საერთოს" შეგროვებაში და ქურდული გარჩევების ორგანიზებას ედავება.
"ტვ პირველის" ინფორმაციით ბრალდებულებს ე.წ. გარჩევების დროს სისტემატიური კავშირი საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან ჰქონდათ.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას