პრეზიდენტი პოლიტიკოსებს სასახლეში იწვევს

15.12.21 13:08
პრეზიდენტი პოლიტიკოსებს სასახლეში იწვევს

პრეზიდენტს აქვს პატივი, მოგიწვიოთ საახალწლო მიღებაზე - სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წევრები ორბელიანის სასახლეში საახალწლო მიღებაზე მიიწვია.

პოლიტიკოსების ნაწილმა მისაწვევები უკვე მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღონისძიების დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ სალომე ზურაბიშვილი საახალწლო ღონისძიებას მართავს. 

არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ პრეზიდენტთან შეხვედრისას პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბროს. 

მსგავსი სიახლეები