,,ნაცმოძრაობა" ქობულეთში ქუჩისთვის ბიძინა ივანიშვილის სახელის მინიჭებას ითხოვს
დღეს ქობულეთში გამართულ საკრებულოს სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, მერაბ ცინცაბაძემ, კოლეგებს შესთავაზა, ანტონ ჩეხოვის ქუჩისთვის ბიძინა ივანიშვილის სახელი მიენიჭებინათ.
,,ნაცმოძრაობის " ინიციატივა საკრებულოზე გაიტანეს, თუმცა ,,ოცნების" უმრავლესობამ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ შეიტანა.
საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ თავად ამის წინააღმდეგი არაა, მაგრამ აღნიშნული ინიციატივა ,,ნაციონალებს" პოპულიზმისთვის სჭირდებოდათ.