სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი მიხეილ სააკაშვილს დღეს კიდევ ერთხელ გამოჰკითხავს
არადაამიანური მოპყრობა და წამება მესამე პრეზიდენტის მიმართ - მიხეილ სააკაშვილს დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი კიდევ ერთხელ გამოჰკითხავს. გორის სამხედრო ჰოსპიტალში ის 14:00 საათისთვის გამოჩნდება.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და წამება არა პენიტენიცური დაწესებულების რომელიმე ხელმძღვანელი პირის, არამედ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო.
დღეს შედგება გამოკითხვა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მიერ მიხეილ სააკაშვილის, იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტზე ჩადენილი სახელმწიფო მოხელეების მიერ, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან.
არ ველოდები, რომ რომელიმე პირის პასუხისგების საკითხი დადგება, იმიტომ, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არადაამიანური მოპყრობის გადაწყვეტილება არ მიუღია ციხის ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელს, ან ციხის დირექტორს, ან თუნდაც პენიტენციური სამსახურის რომელიმე დეპარტამენტის უფროსს. ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური და ის მიიღო "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, - თქვა თუთბერიძემ.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას