ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინში - ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს
ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პოლიტიკური გადაწყვეტილებას მიიღებს. ხელისუფლების ოპონენტები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ, ერთხმად აცხადებენ, რომ მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში მასშტაბური პროტესტი გარდაუვალი იქნება.
საუბარია იმაზე რა მიზანი აქვს და რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული უკვე ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც სურვილი ექნება და ეს არც იქნება მოულოდნელი ამ შემთხვევაში, რომ მოხდეს ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის დაკავება. ამას შეიძლება რამე მიზანი ჰქონდეს შემდგომ, რომ ნეიტრალიზაცია მოახდინოს დანარჩენი ოპოზიციის, - თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა.
"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიცია თვალის დახუჭვას არ აპირებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა პოლიტიკური მართლმსაჯულება ქვეყანაში წესად არ დამკვიდრდეს.
დღეს პოლიტიკურ სივრცეში ვინც კი არსებობს, აბსოლუტურად ყველას აქვს მოლოდინი, რომ მის მიმართ სისტემა იქნება უკიდურესად უსამართლო. ეს არის დაკავებებიც, თავდასხმებიც, ვერავის ვერ გააკვირვებენ. ჩვენი შეკრებაც სწორედ ამას ემსახურება, რომ ძალიან ცხადად ვთქვათ, რომ ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ. ეს ის მომენტია, როდესაც ოპოზიცია არის ამ საკითხებში აბსოლუტურად ერთიანი და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს „ქართულ ოცნებას“ ამაში, - თქვა ხოშტარიამ.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას