მოვუწოდებთ პრემიერს, ითანამშრომლოს ოპოზიციასთან - იენ სტოლტენბერგი

15.12.21 13:46
მოვუწოდებთ პრემიერს, ითანამშრომლოს ოპოზიციასთან - იენ სტოლტენბერგი

 მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქვეყანაში, - ამის შესახებ  NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელის სამიტზე განაცხადა. დიპლომატი იმედოვნებს, რომ საქართველო დემოკრატიულ რეფორმებს მხარს დაუჭერს და ხაზი გაუსვა სასამართლო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას. 

პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას და, ასევე, იმუშავებს ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით სასამართლო სისტემის რეფორმაზე და ა.შ. ასევე, მას მოვუწოდებთ, ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქვეყანაში.

NATO ელის, რომ საქართველო მხარს დაუჭერს დემოკრატიულ რეფორმებს, რაც ხორციელდებოდა ბოლო წლების განმავლობაში. 

ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის, რა თქმა უნდა, გაგრძელდება საქართველოს და NATO-ს შორის პარტნიორობა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გაიღო ავღანეთში, რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ის ეხმარებოდა ავღანელებს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. ის ძალისხმევა, რომელიც საქართველომ გაიღო 11 სექტემბრის შემდეგ, დასაფასებელია, -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები