ზურაბიშვილის მოწვევა ოპოზიციას - ვინ მიდის და ვინ არა ათონელის რეზიდენციაში
არასერიოზულია, რამეს მოველოდოთ ზურაბიშვილისგან - ენმ" -ს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის თქმით, ,,ნაცმოძრაობა" საქართველოს პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე დასწრებას არ გეგმავს.
საახალწლო მოწვევა არ მგონია, პოლიტიკური მოლაპარაკებების ერთი ნაწილი იყოს, ამიტომ ჩვენი შეთავაზება და პოზიცია დღესაც უცვლელი რჩება, რამეს მოველოდეთ სალომე ზურაბიშვილისგან - ეს არასერიოზულია. რა მდგომარეობაც თბილისში და ქვეყანაშია ზოგადად, არ უნდა ეზეიმებოდეს არც ქალაქის მერს და არც პრეზიდენტს - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
,,ნაცმოძრაობისგან" განსხვავებით, ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის საახალწლო მიწვევაზე პოლიტიკური პროცესების პოლარიზაციის შემცირების შანსს ხედავს, ამიტომაც ათონელის რეზიდენციაში მისვლას აპირებს.
მივიღე დაპატიჟება ამ ღონისძიებაზე. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკურ სპექტრში რაღაც დიალოგის დაწყება აუცილებელია, რათა ქვეყანა პოლარიზების რეჟიმიდან გამოვიდეს და ამ დიალოგის ინიციატორი პრეზიდენტია, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. სწორი გადაწყვეტილებაა ჩემი მხრიდან ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი.
,,სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ბერკეტები, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი და პოლარიზაცია შეაჩეროს, ამიტომაც ღონისძიებაზე დასწრებას გეგმავს. ანალოგიური პოზიცია აქვს პარტიებს ,,საქართველოსთვის" და ,,გირჩს".
,,პრეზიდენტს აქვს პატივი, მოგიწვიოთ საახალწლო მიღებაზე" - ამ ტექსტით სალომე ზურაბშვილისგან ოფიციალური მოწვევა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მეილზე მიიღეს.
,,ღონისძიება იმართება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა პატივსაცემად, ჩაცმის სტილი უნდა იყოს ოფიციალური - წერია პრეზიდენტის მოსაწვევ ბარათში.
სალომე ზურაბიშვილი საახალწლო ღონისძიებას ხვალ პრეზიდენტის რეზიდენციაში მართავს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი ნაძვის ხის ანთებაა, თუმცა ისინი, ვინც ათონელზე მისვლას გეგმავენ, პრეზიდენტს პოლიტიკურ კრიზისზე გაესაუბრებიან.
სალომერ ზურაბიშვილი საზეიმო მიღებას ხვალ ათონელის რეზიდენციაში საღამოს 7 საათზე გეგმავს.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას