საუბარს წინ არაფერი უდგას, ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ხმამაღალი ნათქვამია - ნიკა მელია

15.12.21 13:33
საუბარს წინ არაფერი უდგას, ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ხმამაღალი ნათქვამია - ნიკა მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ხელისუფლებასთან საუბარს წინ არაფერი უდგას. 

როგორც მან NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგის მოწოდების შეფასებისას განაცხადა, ხელისუფლება და ოპოზიცია ფუნდამენტურ პრინციპეპზე უნდა შეთანხმდნენ. 

თანამშრომლობა ხმამაღალი ნათქვამია, ამ ქვეყნის მომავლისთვის და კეთილდღეობისთვის, საუბარს წინ არაფერი უდგას. თანამშრომლობა სულ სხვა რამ არის და საუბარი მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მით უმეტეს როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სურვილი არსებობს, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ხელშეწყობილი უნდა იქნეს, მათ შორის ჩემგამგანაც ​მაგარმ ამას არ ქვია თანამშრომლობა"- განაცხადა მელიამ. 

მისი თქმით, ოპოზიცია სამოქალაქო თანხმობაზე როცა საუბრობს, ეს ხელისუფლებასთან "ხელიხელჩაკიდებული" სიარულს არ ნიშნავს. 

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ბევრი ადამიანი საუბრობს ვინ ვის უნდა შეურიგდეს - შერიგებაზე არ არის აქ ხალხო... სამოქალაქო თანხმობაზე, როცა ვსაუბრობთ, ეს არ ნიშნავს ხელიხელჩაკიდებუბმა რუსთაველსა და მელიქიშვილზე ვისეირნოთ. ეს ნიშნავს ფუნდამენტურ პრინციპებზე შევთანხმდეთ და ასე უნდა იმართებოდეს ამას ჰქვია კონსტიტუცია"- თქვა მელიამ. 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა. 

დიპლომატი იმედოვნებს, რომ საქართველო დემოკრატიულ რეფორმებს მხარს დაუჭერს და ხაზი გაუსვა სასამართლო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობას. 

მსგავსი სიახლეები