მოძალადეებისთვის და ორგანიზატორებისათვის ხელის დაფარების მცდელობა - DRI-ის შეფასება ლაშქარავას საქმეზე
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმის გამოძიების გაჭიანურებას საეჭვოდ მიიჩნევს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის პოზიციით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიება მოძალადეებისთვის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებისათვის ხელის დაფარების მცდელობად შეიძლება იყოს განხილული. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულია საქმის არსებითი განხილვა ისე, რომ არ დადგენილა 5 ივლისის ძალადობასა და 11 ივლისის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირებულობა საქმის მიმდინარეობის შესახებ.
"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის პოზიციით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიება მოძალადეებისთვის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებისათვის ხელის დაფარების მცდელობად შეიძლება იყოს განხილული. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულია საქმის არსებითი განხილვა ისე, რომ არ დადგენილა 5 ივლისის ძალადობასა და 11 ივლისის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი. საქმის არსებითი განხილვისას შეუძლებელია ბრალის დამძიმება. შესაბამისად, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ მიღებულ დაზიანებებსა და 11 ივლისს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიზეზობრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისგებაში მიცემა ამ შედეგისათვის პროცესუალურად გამოირიცხება, ხოლო, მათი განმეორებითი მსჯავრდება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისათვის, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ და სხვა საგამოძიებო ორგანოებმა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირებულობა საქმის მიმდინარეობის შესახებ.
გარდა ამისა, უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ამ ეტაპამდე არ არიან დაკავებულები მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ვინაობის შესახებ ცნობილია როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ასევე, საგამოძებო ორგანოებისთვის", - წერია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას