მე, როგორც პრეზიდენტმა, შერიგების ვალდებულება ავიღე - სალომე ზურაბიშვილი

15.12.21 14:35
მე, როგორც პრეზიდენტმა, შერიგების ვალდებულება ავიღე - სალომე ზურაბიშვილი

მე, როგორც საქართველო პრეზიდენტმა, შერიგების ვალდებულება ავიღე, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, პრობლემაა, რომ ჩატარებული არჩევნების და შარლს მიშელის ძალისხმევის მიუხედავად, ქვეყანა ისევ პოლარიზაციის მდგომარეობაში დარჩა.

მთავარი ის კი არ არის, არჩევნებმა ცუდად ჩაიარა თუ არა, ის არის, რომ არჩევნების მიუხედავად, შარლ მიშელის ძალისხმევის მიუხედავად, უკიდურესი პოლარიზაციის მდგომარეობაში ვრჩებით. და გირჩევთ, მოუსმინოთ გამოსვლას, რომელიც ჩავწერე დემოკრატიის სამიტისთვის და რომელშიც, იმ ვალდებულებებს შორის, რომელსაც საქართველო იღებს ამ სამიტის ბოლოს და რომელიც კიდევ ერთხელ არის მართლმსაჯულების, საარჩევნო რეფორმის გაგრძელება და გაღრმავება. მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება, და ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც, - თქვა ზურაბიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები