ხაზარაძე-ჯაფარიძეს ვერაფერს დააკლებენ, ყველაფერი ჩამოეფშვნებათ - ნიკა მელია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, დარწმუნებულია, რომ "ლელოს" ლიდერების წინააღმდეგ დაწყებული საქმეები "მალე ჩამოეფშვნებათ".
მელია აცხადებს, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და საზოგადოებას, რომელსაც ცვლილებები უნდა, ვერავინ შეაჩერებს.
ხელისუფლება იძულებულია, ამ მიმართულებით იაროს, რადგან საკუთარი თავი მახეში თავადვე გააბა. განსაკუთრებით ანაკლიის პორტის გამო, ის იძულებულია, ინერციით იაროს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ის, რაც აკადრეს საზოგადოებას, მამუკას და ბადრის, ჩამოეფშვნებათ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ისედაც ჩამოეფშვნევათ"- განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ცვლილებები საზოგადოების დაკვეთაა და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის:
ბადროს და მამუკას, ვერც ერთ ადამიანს, ვერ შეაკავებენ, რადგან ცვლილებების სურვილი წრფელია. ჩვენ საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ავუხსნათ, რისთვის ვიბრძვით. ,,ქართულ ოცნებას" ისე უნდა წარმოაჩინოს, რომ პოლარტიზაციაა და ,,ენმ"-სა და ,,ოცნების" გარეშე ამ ქვეყანაში არავინ არ არსებობს, რაც არის ტყუილი. საზოგადოება გაცილებით მრავალფეროვანია და ეს ცვლილებები მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლებს არ უნდათ"- თქვა მან.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას