მთვრალი გუბერნატორი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვდა - ენმ
ოპოზიცია კახეთის გუბერნატორს სახლმწიფო ქონების დაზინებაში ადანაშაულებს ,,ენმ"-ს წევრის, გიორგი ბოტკოველის, ინფორმაციით, „ქართული ოცნების” შეკრებიდან წამოსული ირაკლი შიოშვილი საჭესთან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ დაჯდა და სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილი დააზიანა. ავტოავარიის შემდეგ, ბოტკოვებლის მტკიცებით, გუბერნატორმა დანაშაული დაფარა და თელავის კლინიკაში თქვა, რომ დაზინებები თითქოს , კიბეზე დავრდნის შედეგად მიიღო.
ოპოზიცია ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიოშვილისთვის ჩატარებული ალკოტესტის პასუხების გამოქვეყნებას თხოვს.
რამდენიმე დღის წინ კახეთში, წინანდლის ჭავჭავაძის რეზიდენციაში ქართულმა ოცნებამ, მისმა ლიდერებმა ჩაატარეს დიდი საერთო ღრეობა, სადაც შეკრებილები იყვნენ როგორც სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები საქართველოს ყველა რეგიონიდან, გუბერნატორები და სხვადასხვა ჩინოვნიკები. კახეთის გუბერნატორი, ბატონი ირაკლი შიოშვილი, მთვრალ მდგომარეობაში წინანდლიდან გაემართა თელავის მიმართულებით და ფაქტია, თუ რა მდგომარეობაში ჩააგდო სახელმწიფო ავტომობილი. ექიმებს მოატყუა, თითქოს ის დაგორდა კიბეებზე და იქ მიიღო მცირე დაზიანებები". - ამბობს ბოტკოველი.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას