ვისურვებდით, საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები - მამა ანდრია ჯაღმაიძე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მიესალმება აზარტული თამაშების კანონში შესატანი ცვლილებს.
სასულიერო პირი დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომას ესწრებოდა.
ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები. იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები. თუმცა, დღეს ვმსჯელობთ რაღაც ეტაპზე გადასასვლელად - რეგულაციების მიღებაზე, რომლებიც შეზღუდავს ძალიან ბევრ ახალგაზრდას. ნებისმიერი ბიზნესის ბუნებრივი რეფლესია დაიცვას საკუთარი ინტერესები, გასაგებია მათი არგუმენტები, თუმცა, როდესაც ვიცით, რა სოციალური ნეგატიური მოვლენები მოსდევს ამ დაურეგულირებელ სფეროს, ცხადია, პრიორიტეტი უნდა გაკეთდეს მოსახლეობის დასაცავად"- თქვა მან.
მედიამენეჯერები კი ღარიბაშვილის ინიციატივას და პარლამენტარების მიერ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მიზანმიმართულ ქმედებას უწოდებენ.
ისინი რეგულაციების გადავადებას ითხოვენ იმისთვის, რომ სარეკლამო ბაზარი და ფინანსები ახალ რეალობაზე გადაეწყოს.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას