მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმაზე გაიზარდოს მუშაობა - სტოლტენბერგის გაფრთხილება ღარიბაშვილს

15.12.21 15:05
მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმაზე გაიზარდოს მუშაობა - სტოლტენბერგის გაფრთხილება ღარიბაშვილს

ბრიუსელში ჩასულ ირაკლი ღარიბაშვილს, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა  სასამართლო რეფორმები და  ოპოზიციასთან  თანამშრომლობა მოსთხოვა. იენს სტოლტენბერგმა ცალკე გამოყო შიდაპოლიტიკის საკითხები.

 პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს შიდა საკითხებზე, ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედია დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით გაიზარდოს მუშაობა. ასევე მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა  პოლარიზაციამ იკლოს. NATO ელის, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს მიყვება და ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები კიდევ უფრო განვითარდება", - თქვა სტოლტენბერგმა. 

 

მსგავსი სიახლეები