ოკუპანტების მიერ გატაცებულ მამუკა ჩხიკვაძეს ,,წითელი ჯვრის" წარმომადგენლები მოინახულებენ
საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, ,,წითელი ჯვარი" აპირებს, ცხინვალის იზოლიატორში მყოფი საქართველსო მოქალაქე მოინახულოს. ამის შესახებ მათ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული მამუკა ჩხიკვაძის ნათესავებს განუცხადეს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორში მამუკა ჩხიკვაძეს მისი ნათესავების წერილიც წაიღეს.
მამუკა ჩხიკვაძის ნათესავები ,,წითელი ჯვრისგან" მამუკას მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში ელოდებიან.
რუსმამ ოკუპანტებმა მამუკა ჩხიკვაძე სოფელ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 დეკემბერს გაიტაცეს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის, ,,ძალა ერთობაშია" განმარტებით, ჩხიკვაძე ყოფილი ძალოვანია და დიდი ალბათობით, მას ცხინვალის რეჟიმისგან არაადამიანურად მოპყრობა და წამება ემუქრება.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას