სამოქმედო გეგმა პოლიტიკური მართლმსაჯულების წინააღმდეგ - ოპოზიცია დახურულ კარს მიღმა მსჯელობს

15.12.21 15:18
სამოქმედო გეგმა პოლიტიკური მართლმსაჯულების  წინააღმდეგ - ოპოზიცია დახურულ კარს მიღმა მსჯელობს

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - უკვე ერთი საათია, ოპოზიცია დახურულ კარს მიღმა შეხვედრას მართავს. მსჯელობის საკითხი ის სამოქმედო გეგმაა, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტები ,,ტვ პირველის" მფლობელისა და ოპოზიციის ლიდერების დაკავების შემთხვევაში განახორციელებენ. 

განხილვის საგანი იქნება პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენს გვაქვს ახლა სეზონი პოლიტიკური დევნის,  რამდენიმე სასამართლო პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს სხვადასხვა ადამიანების მიმართ, მედიამენეჯერების, პოლიტიკოსების. ასე რომ, ამ პროცესმა მიიღო ძალიან მძაფრი და ინტენსიური ხასიათი. ჩვენ ამას უნდა დავუსპირისპიროთ სიმტკიცე, სიმშვიდე, კოორდინაცია ოპოზიციური ძალებს შორის, - განაცხადა "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

პარტიები ერთობლივ განცხადებას დიდი ოპოზიციური შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. 

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე დასკვნით ეტაპზეა. ბოლო სასამართლო სხდომა ხვალ გაიმართება. საქმის ფიგურანტები პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. 

მსგავსი სიახლეები