ნატოს გენმდივნის საჯარო მესიჯები იყო მკაფიო, "ოცნების" დაპირებების არავის სჯერა - ბაქრაძე
ოპოზიციის ლიდერის, დავით ბაქრაძის, შეფასებით, ნატო-ს გენერალური მდივნის მწვავე განცხადება საქართველოს ხელისუფლებისადმი მკაფიო და გასაგები იყო. ბაქრაძის თქმით, "ოცნება" დასავლეთს არ უსმენს, რასაც კონკრეტული შედეგები მოჰყვება.
საჯარო მესიჯები ნატო-ს გენერალური მდივნის იყო აბსოლუტურად მკაფიო და სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ გამგებმა გაიგოს, თუ რა უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაში ნატო-ს წევრობისთვის. ფაქტი ერთია, რომ დაპირებების არავის სჯერა, ევროკავშირმა უკვე გააჩერა დამხარების ერთი ტრანში იმიტომ, რომ არ გატარდა აუცილებელი რეფორმები. ყველა ჩვენი მეგობარი ელოდება საქართველოს ხელისუფლებისგან არა დაპირებებს, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებს", - ამბობს ბაქრაძე.
ბრიუსელში გამართულ სამიტზე ჩასულმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნისგან, იენს სტოლტენბერგისგან, მწვავე გზავნილი მიიღო. სტოლტენბერგმა "ოცნებას" სასამართლო რეფორმები და ოპოზიციასთან თანამშრომლობა მოსთხოვა, ასევე მოუწოდა ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ პოლარიზაციის შესამცირებლად.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას