მესამე პრეზიდენტის გამოკითხვა - სახელმწიფო ინსპექტორი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები უკვე გორის სამხედრო ჰოსპიტალშია. საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის მიმართ არადაამიანურ მოპყრობასა და წამებასთან დაკავშირებულ გამოძიებას. გამომძებლები მიხეილ სააკაშვილს დამაზუსტებელ კითხვებს უსვამენ.
გამომძიებელ გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, საქმეზე 130-ზე მეტი პირია გამოკითხული და სახელმწიფო ინსპექტორი ყველაფერს აკეთებს, რათა მოცემული საქმის გამოძიება შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს.
მას დაესმევა ყველა ის შეკითხვა, რაც მნიშვნელოვანი და რელევანტურია გამოძიებისთვის. მათ შორის, მედიაში ბოლოს დროს საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ის ინფორმაცია, რაც პირველი გამოკითხვისას არ იყო ცნობილი და დაფიქსირებული და რაც შემდგომ გაჟღერდა თუნდაც მის სასამართლო პროცესებზე და მას დააფიქსირა მასმედიის საშუალებით. გამოკითხულია 130-ზე მეტი პირი, გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში. მე კონკრეტული დროის და ვადი დასახელება გამიჭირდებ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ყველაფერს აკეთებს, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს მოცემული საქმის გამოძიება, - თქვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას