ხალხისთვის მეათეხარისხოვანია, რა წამალს სვამს ყოველდღე სააკაშვილი - არჩილ თალაკვაძე
"ქართული ოცნების" ლიდერის, არჩილ თალაკვაძის, თქმით, საზოგადოებისთვის მეათეხარისხოვანია, რა წამლებს იღებს და რა მკურნალობას გადის მიხეილ სააკაშვილი. ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გამოკეთებულია.
ომბუდსმენის მოსაზრებები არის წინააღმდეგობაში თუნდაც ორგანიზაცია „ემპათიას“ მოსაზრებებთან. ექიმები ერთმანეთს რაღაცაში არ ეთანხმებიან - ეთანხმებიან, ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის მკურნალობა, მკურნალობა არის ექიმების კომპეტენცია და მივცეთ მათ საშუალება, რომ თითონ წაიყვანონ ეს პროცესი. როგორც ხედავთ, აშკარაა, საჯარო განცხადებებიდან ირკვევა, რომ პაციენტის გაუმჯობესდა მკვეთრად და მერწმუნეთ, სააკაშვილი ყოველდღე რა წამალს სვამს და რა უნდა მიირთვას, ეს არის მეათეხარისხოვანი საკითხი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინც უფრო სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას ელიან ყოველდღიურად, - განაცხადა თალაკვაძემ.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას