მოწმე მოსამართლის ბავშვობის მეგობარია - ნიკა გვარამიამ ლაშა ჩხიკვაძის აცილება მოითხოვა

15.12.21 15:39
მოწმე მოსამართლის ბავშვობის მეგობარია - ნიკა გვარამიამ ლაშა ჩხიკვაძის აცილება მოითხოვა

კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ - „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის აცილება მოითხოვა. 

ნიკა გვარამიას თქმით, საქმის ერთ-ერთი მოწმე მოსამართლის ბავშვობის მეგობარია. მედიამენეჯერმა დღეს შესაბამისი მტკიცებულებები წარადგინა. ფოტოზე ლაშა ჩხიკვაძე ზაზა გველესიანთან ერთად არის გადაღებული, რომელიც „რუსთავი2“-ის ჰოლდინგის დირექტორია. 

მოსამართლემ მოწმესთან მეგობრობა არ უარჰყო. "მთავარი არხის" დამფუძნებლის თქმით,  მოსამართლემ მისი ბავშვობის მეგობარი მოწმეთა სიიდან ამოიღო. თავის მხრივ მოსამართლემ განაცხადა, რომ მოწმე ბრალდების მხარემ უდავოდ ცნო. 

ნიკა გვარამიამ მოსამართლეს ასევე კიდევ ერთი ფოტოსურათი წარუდგინა, სადაც მოსამართლე ზაზა გველესიანის შვილის ნათლობაზეა გადაღებული.

პროკურატურა  ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

 

მსგავსი სიახლეები