"ქართული ოცნება" თავის თამაშებშია აბლანდული - უგულავა ნატო-ს გზავნილებზე
ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნისგან დახურულ შეხვედრაზე მკაცრი გაფრთხილებები მიიღო. გიგი უგულავას შეფასებით, დასავლელი პარტნიორების მოთმინების ფიალა ივსება.
რამდენად იმოქმედებს ღარიბაშვილზე სტოლტენბერგის მოწოდება ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ როცა რაღაცა დონეზე აივსება ეს ჭურჭელი ყველა ვარიანტში გადმოვა ამიტომ ცდის "ქართული ოცნება", თავის თამაშებშია აბლანდული", - ამბობს უგულავა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედა. საქართველსო მთავრობის მეთაურმა ნატოსგან გზავნილი მიიღო. სტოლტენბერგმა "ოცნებას" სასამართლო რეფორმები და ოპოზიციასთან თანამშრომლობა მოსთხოვა, ასევე მოუწოდა ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ პოლარიზაციის შესამცირებლად.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას