საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოკითხვა დასრულდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის გამოკითხვა დასრულებულია. მიხიელ სააკაშვილი გამომძიებლებს ჩვენებას სამი საათის განმავლობაში აძლევდა. საქმე მის მიმართ გლდანის ციხეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ეხება.
მიხეილ სააკშვილის ჩვენება ამ საქმეზე ინპექტორის წარმომადგენლებმა ერთხელ უკვე მოისმინეს, თუმცა დღეს მესამე პრეზიდენტს გამოძიებამ დამატებითი კითხვები დაუსვა.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა დეტალურად მოუყვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს, თუ რა არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი გახდა რუსთავიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის დროს. მესამე პრეზიდენტმა ის პირებიც გაიხსენა, ვინც მონაწილეობას იღებდა მის წამებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებმა ფაქტის შეფასებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურისგან მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის პროცესის ამსახველი სრული მასალა მიიღო.
სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი, გიორგი მიქელაძე, აცხადებს, რომ საზოგადოება გამოძიების შედეგების შესახებ სრულ ინფორმაციას მიიღებს.
გამოკითხვა შეეხო იმ გარემოებებს, რაც მან გააჟღერა პირველი გამოკითხვის შემდეგ. ჩვენ მოვიპოვეთ პენიტენციური სამსახურისგან მოთხოვნილი სრული ინფორმაცია. თუ გამოიკვეთება დისციპლინური გადაცდომის ფაქტები, ან სისხლის სამართლის დანაშაული, ამის სესახებ საზოგადოება ინფორმირებული იქნება- განაცხადა გიორგი მიქელაძემ, ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას