ხელისუფლება თავისივე დაგებულ მახეში ამოყო თავი - მელია გვარამიას პროცესზე მივიდა

15.12.21 14:11
ხელისუფლება თავისივე დაგებულ მახეში ამოყო თავი - მელია  გვარამიას პროცესზე მივიდა

ხელისუფლებამ, რომელმაც თავისსავე დაგებულ მახეში ამოყო თავი, ვერ გადაუწყვეტია რა გააკეთოს - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქალაქო სასამრთლოსთან გააკეთა. 

ენმ-ს ლიდერი "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა მელიას პროცესს ესწრება.

რა ქნას ხელისუფლებამ, რომელმაც თავისივე დაგებულ მახეში ამოყო თავი, გამამართლებელ განაჩენს ხომ არ გამოატანინებს იგივე ნიკა გვარამიას, ჯაფარიძე-ხაზარაძის და ვატო წერეთლის მამის წინააღმდეგ? - არა, ბუნებრივია იძულებულია მიყვეს დინებას და თავად ვერ გადაუწყვეტია რა გააკეთოს.

გაამართლოს ნიკა გვარამია, ეს რას ნიშნავს, ის უსაზღვრო რესურსი, რომელიც ადამიანის დისკრედიტაციისთვის ჩაყარეს და გაშავებითვის წყალს უნდა გაატანონ? თითქოს დაპატიმრებაც არ უნდათ, თუმცა ისიც არ იციან რა უნდა ქნან"- თქვა მან. 

მისი თქმით, მთავარია მოსახლეობას ახსოვდეს, რომ ცვლილებები მის ხელშია. ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ 

მთავარია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ახსოვდეს, რომ თქვენს ხელშია ცვლილებები, რაც არ უნდა ვერაგი იყოს მტერი და ასეთი არის ოლიგარქი, რომლის უკანაც დგას რუსეთის სპეცსამსახურები. ისინიც კი დარწმუნდნენ, რომ ვერც ერთი პოლიტიკოსის და მედია მფლობელის დაჭერით ვერავის ვერ გატეხავენ და მოძრაობა ცვლილებებისთვის გაგრძელდება და გაგრძელდება კიდევ უფრო ძლიერი მუხტით"- დასძინა ნიკა მელიამ. 

 

მსგავსი სიახლეები