"პროკურატურა არის რუსთავი 2 და მოსამართლე არის ზაზა გველესიანი" - ნიკა გვარამია

15.12.21 17:36
"პროკურატურა არის რუსთავი 2 და მოსამართლე არის ზაზა გველესიანი" - ნიკა გვარამია

"პროკურატურა არის რუსთავი 2 და მოსამართლე არის ზაზა გველესიანი" - ეს განცხადება "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

"ტვ პირველის" კორესპოდენტის ცნობით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა მის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

გვარამიამ მოსამართლის აცილების საკითხი მას შემდეგ დააყენა, რაც გაირკვა, რომ საქმის ერთ-ერთი მოწმე მოსამართლის ბავშვობის მეგობარია. 

გველესიანი დაზარალებულ კომპანიას წარმოადგენს,  ის ამჟამად რუსთავი 2-ის დირექტორია. 

ასეთი მაღალი კვალიფიკაციის მოსამართლისგან პოლიტიკურ მიკერძოებას არ შევეხები,  ბატონო ჩხიკვაძე და ნამდვილად არ მეგონა, თუ შეძლებდა, პროფესიული სინდისი თუ მისცემდა უფლებას, რომ ეს არ გაეკეთებინა.  აღმოჩნდა, რომ მე თურმე მასამართლებს არა ლაშა ჩხიკვაძე და არა პოლიტიკურად მიკერძოებული სასამართლო, არამედ ვინმე ზაზა გველესიანი, რომელიც არის რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი და რუსთავი 2 ყოფილა ჩემი სასამართლო... პროკურატურა არის რუსთავი 2 და მოსამართლე არის ზაზა გველესიანი. ეს აღმოჩნდა დღეს და რანაირად შეიძლება, მე ამ ადამიანებს ვენდო"- თქვა გვარამიამ. 

პროკურატურა  ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.

მსგავსი სიახლეები