პოლიტიკური სიმპათიები ჩვენს ცენტრს არასდროს ჰქონია - მარიამ ჯიშკარიანი
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სანახავად მისულ ,,ემპათიას" ხელმძღვანელს კითხვა მისი პოლიტიკური სიმპათიების შესახებ დაუსვეს.
მარიამ ჯიშკარიანის განმარტებით, მისი ცენტრი წამების მსხვერპლ ადამიანებს წინა ხელისუფლების დროსაც იცავდა და მისი დასკვნის საფუძველზე სტარასბურგის სასამართლომ საქართველოს მთავრობის მიმართ არაერთი გამამტყუვნებელი განაჩენი გამოიტანა.
ერთ შესწორებას გავაკეთებ- ჩვენ წარმოვადგენთ სამედიცინო ექსპერტიზას, სპეციალური პროფილით წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირებით. ეს არის ჩვენი ცენტრის მისია. პოლიტიკური სიმპათიები ჩვენს ცენტრს არ ჰქონია არასდროს. ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც ვრცელდება.
ყველა გახმაურებული საქმე, რომელიც იყო წინა ხელისუფლების პირობებში, ჩვენი ცენტრის მიერ იყო დოკუმენტირებული და გაგზავნილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ეს საქმეები ჩვენი დასკვნის საფუძველზე იქნა მოგებული. ეს საქმეები გახლავთ, მაგალითად ,,მოლაშვილი საქართველოს წინაღმდეგ", ,,არქანია საქართველოს წინააღმდეგ'", ,,მინდაძე საქართველოს წინააღმდეგ" და სხვა. ჩამონათვალი ბევრია და შორს წაგვიყვანს.
ასე რომ, პოლიტიკური სიმპათიები იქით მოიკითხეთ, საიდანაც მოგაქვთ ეს ინფორმაცია - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას