რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ბრძოლა გაგრძელდება - მამუკა ხაზარაძე მოსალოდნელ ვერდიქტზე
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე დღეს ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართება. "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, 3-წლიანმა პროცესმა აჩვენა, რომ მათი რეპუტაციის განადგურება და შეშინება "ოცნებამ" ვერ შეძლო. ხაზარაძის თქმით, მოსმაართლემ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, ბრძოლა გაგრძელდება.
მგონი 3 წელი არ სჭირდება 3 გადარიცხვას, რომელიც არის ძალიან მარტივი ამოსახსნელი და არ არის კავშირში არანაირ დარღვევასთან, მათ შორის ფულის გათეთრებასთან.
მინდა ყველას ვუთხრა, რომ ამ ქვეყანას პერსპექტივა გააჩნია, ესეთი პროცესები ვერ მოგვაყენებენ ზიანს, რა ზიანის მოყენებაც უნდოდათ, ეხლავე ვიძახი, რომ ზუსტად იგივეს გავაკეთებდი, დღეს რომ ყოფილიყოს რაც იყო 2008 წელს. პირდაპირ გეუბნებით ვერ შეგვაშინებთ, გავაგრძელებთ ბრძლას და ავაშენებეთ ანაკლიასაც და სამართლიან სახელმწიფოს. რაც ამ შენობაში ხდება სამარტლიანი სახელმწიფო არ არის. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ბრძლა გაგრძელდება, ეს დამყაყებული, დაჭაობებული ქვეყანა გააჩერებს ასეთ მდგომარეობაში ყოფნას და გამოვალთ ამ მდგომარეობიდან ძალიან გამარჯვებულები, გპირდებით ჩემ თანაგუნდელებთან ერთად", - ამბობს ხაზარაძე.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში საერთაშორისო ექსპერტმა, პაულინ დევიდმა, ფულის გათეთრების კვალი ვერ იპოვა.
ხმაურიანი სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ.
ავთანდილ წერეთელს შოთაძის უწყება ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას