გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმე - ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ
გუდაურში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, გორის სასამართლოში, ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა უნდა დაადგინოს გამართლდება თუ არა მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი. კობიაშვილის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ყოფილი სამხედრო ოფიცერი გამართლდება.
პროცესის პარალელურად, მერაბ კობიაშვილის მხარდასაჭერად ახლობლები იკრიბებიან.
ყველაფერი მოხდა თავდაცვით და მერაბის დანაშაული არ მიუძღვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ნაფციი მსაჯულები ყველაფერს სწორად განსაჯავენ და გამოიტანენ გამამართლებელ განაჩენს", - ამბობს მერაბ კობიაშვილის ახლობელი.
შეგახსენებთ, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას