ივანიშვილს ჯაფარიძე-ხაზარაძის დაკავების თავი არ აქვს - ნიკა მელია
სურვილის მიუხედავად ივანიშვილს ჯაფარიძე-ხაზარაძის დაკავების თავი არ აქვს - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისულმა ნიკა მელიამ განაცხადა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ "ოლიგარქი თავისივე დაგებულ მახეში გაება".
აბსურდიც არის და აბსურდიც - რა ქნას ივანიშვილმა? - წლების წინ დაიწყო ეს საქმე და იძულებულია, მიჰყვეს. ბიძინა ივანიშვილის უდიდესი სურვილია, ბადრი და მამუკა დააპატიმროს, წერეთლების ოჯახი დააზიანოს და ამით "ტვ პირველს" მიაყენოს დიდი დარტყმა, თუმცა დიდი სურვილის მიუხედავად, ისინი ამას ვერ გაბედავენ, რადგან მათი სტანდარტისთვისაც კი ბევრი პოლიტიკური პატიმარი ერთ მოცემულ პერიოდში მეტისმეტია"- განაცხადა "ტვ პირველთან" ნიკა მელიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების შემთხვევაში დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს.
ბევრი ფიქრობს, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული - გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, ხვდებით, ბიძინა ივანიშვილი რა მდგომარეობაში ჩავარდება?- ჩვენ მოგვეცემა ისმის შესაძლებლობა, რომ ვთქვათ: აი, შენმა სასამართლომაც თქვა, რომ ცუდი კაცი ხარ, ბოროტი და პოლიტიკურად დევნი ადამიანებს. დაპატიმრების თავი არ აქვს ივანიშვილს და რაღაც შუალედური გადაწყვეტილების მოფიქრება მოუწევთ. რა იქნება ეს ,არ ვიცი, თუმცა მამუკასა და ბადრისთვის, წერეთლების ოჯახისთვის რის გაკეთებასაც აპირებდა ივანიშვილი, უკვალოდ არ ჩაივლის. ძალიან მწვავე რეაგირება იქნება, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ეს იცის ივანიშვილმა, დაპატიმრება არ აწყობს და არც გათავისუფლება უნდა"- განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია:
საუბარი იმაზე, რომ პროკურატურას, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია, რაიმე სახის ხელჩასაჭიდი ჰქონდა, არის პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედება, არანაირი ნიშან-წყალი მტკიცებულებებისა არასდროს არსებობდა"- აცხადებს ნიკა მელია.
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგება.
მოსამართლე გიორგი არევაძეს განაჩენის გამოსაცხადებლად დღევანდელი პროცესის დასრულებიდან ორი კვირა აქვს.
ხმაურიანი პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას