თუ მოსამართლე ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს ციხეში გაუშვებს, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კრიზისი გაჩნდება - აქცია სასამართლოსთან
თუ მოსამართლე ხაზარაძე-ჯაფარიძესა და ,,ტვ პირველის" დამფუძნებლის მამას ციხეში გაუშვებს, მაშინ ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კრიზისი გაჩნდება - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ.
ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ სახეზე ძალიან საშიში მოცემულობაა:
პოლიტიკური მართლმსაჯულების თვალსაჩინო მაგალითია, როდესაც ჩვენ გვაქვს ყველაზე საშიში მოცემულობა - წარმოიდგინეთ პოლიტიკური ლიდერები, მედია მენეჯერები, ყველას წინააღმდეგ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ამიტომ, რეალურად, ასეთი მოცემულობა ქვეყანაში არის ძალიან დიდი დაბრკოლება სწორედაც რომ ევროატლანტიკური მიმართულებით და ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მიმართულებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე პოზიტიური მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს, თუმცა, არ მინდა, რაღაც მოლოდინებზე ვისაუბრო, მაგრამ ერთადერთი, რაზეც შემიძლია ვისაუბრო, არის ის, რომ ასეთ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება გამოიყენება, როგორც იარაღი, რა თქმა უნდა, არავითარ დადებით ტენდენციებზე არ შეიძლება საუბარი"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, დღევანდელი პროცესიდან პოზიტიური მოლოდინი ნამდვილად არ აქვს.
ვიცი ეს საქმე კარგად, დარწმუნებული ვარ, არავითარი ფულის გათეთრება არ არის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი პირადი შურისძიება მამუკაზე და ბადრიზე და რეალურად ეს არის ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკის გამო, მათ შორის ავთო წერეთელზე"- დასძინა დეკანოიძემ.
ფრაქცია "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი "ტვ პირველთან" აღნიშნავს, რომ საქმეს არანაირი იურიდიული მდგენელი არ აქვს.
ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. თუ მოსამართლე რომელიმე მათგანის დაპატიმრების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იქნება თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მიზნით შეკვეთილი საქმე, რაც ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს, როგორც შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც - სამადაშვილი"- აღნიშნავს სამადაშვილი.
გიგი უგულავა მძიმე პროგნოზს აკეთებს და ამბობს, რომ "შეიძლება ყველა, ვინც კი ხმა ამოიღო, დამნაშავედ გამოცხადდეს?":
ეს უსამართლობის აქლემი ყველას დაუკაკუნებს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის კერძო შემთხვევა. სახალხო დამცველის აზრით, საერთაშორისო ექსპერტები, ყველა ოდნავ პატივსაცემი იურისტი ამბობს, რომ საქმე თავიდან ბოლომდე გამოგონილია. საქმეს რამდენიმე განზომილება აქვს: პირველი - პერსონალური შურისძიება მამუკა ხაზარაძეზე. მეორე: გეოპოლიტიკური აქტი, რომ ანაკლიის პორტი ჩაეგდოთ და მესამე - ეს იყო შეტევა "ტვ პირველზე"- აცხადებს უგულავა.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას