საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტების ტყვეობაში - სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შედის

16.12.21 13:47
საქართველოს მოქალაქეები ოკუპანტების ტყვეობაში -  სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შედის

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია" რამდენიმე საათში სტრასბურგში საჩივარს გააგზავნის, რომლითაც რუსეთის ფედერაციისგან უკანონოდ გატაცებული ქართველი ჯარისკაცის გათავისუფლებას მოითხოვს. მოძრაობის წევრების განმარტებით, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია. 

საპირისპიროს აცხადებს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება. მათი მტკიცებით, ფიზიკურ ძალადობას მამუკა ჩხიკვაძის მიმართ ადგილი არ ჰქონია. რეჟიმის წარმომადგენლის, იგორ კოჩოევის, ინფორმაციით, ჩხიკვაძე ყოფილი სამხედროა და მას წვლილი მიუძღვის ოსი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდში. 

მამუკა ჩხიკვაძის შესახებ ისევ არანაირი ინფორმაცია არ აქვს ოჯახს. რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ქართველი სამხედროს ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს, ჩხიკვაძის დედა მოუწოდებს პრემიერ ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, გაარკვიონ, ცოცხალი არის თუ არა მისი შვილი.

დაგვეხმაროს მთავრობა, ღარიბაშვილი, ქალბატონი სალომე, ცოცხალი არის, თუ მკვდარი, გაგვაგებინონ. - ამბობს ,,პირველებთან" ჩხიკვაძის დედა.

ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება საქართველსო კიდევ 2 მოქალაქე, კახა ნათაძე და ვალერი კანიაშვილს დე ფაქტო ხელისუფლება ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას ედავება. 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ეს საქმეც შეკერილია.

ნათაძე- კანიაშვილის შემთხვევა არის სამაგალითოდ დასჯის კლასიკური მაგალითი, საუბარია ერთ გრამ მარიხუანაზე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი საქმე, როგორვ თავის დროზე ბესტაევის შემთხვევაში მოხდა, როცა მას თითქოსდა 9 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს და რეალურად ის გატაცებული იყო საკუთარი სახლიდან.

ასე რომ, ეს საქმეც გამოგონილია, ჩვენ ამის არ გვჯერა -  აცხადებს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა. 

მსგავსი სიახლეები