თაღლითობის ჩადენის მტკიცებულება საქმეში არ არის - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

16.12.21 13:08
თაღლითობის ჩადენის მტკიცებულება საქმეში არ არის - ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. დაცვის მხარეს უკვე 2 საათია, უწევს მტკიცება, რომ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს, რომელიც ფულის გათეთრებას დაადასტურებს. 

31 გვერდიან სიტყვაში ადვოკატებმა ბევრი არგუმენტი წარადგინეს, რომ დანაშაული არც ერთ ბრალდებულს არ ჩაუდენია, ფულის გათეთრება საქმეში არ იკვეთება და მიზანი ოპოზიციონერი ლიდერების განეიტრალება და "ტვ პირველის" გაჩუმებაა. ადვოკატის,  ზვიად კორძაძის, განცხადებით,  სესხის მოკლევადიანობა ადასტურებს, რომ არავითარი ფულის გათეთრების განზრახვას ადგილი არ ჰქონია.

არავითარი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს თაღლითობის ჩადენას საქმეში არ არის. 65 დასაკითხი პირიდან, რომელიც დაკითხა ბრალდებამ, 4 საუბრობს ეროვნული ბანკის დარღვევებზე, საუბრობენ, რომ ფულის გათეთრებას ადგილი თუ ჰქონოდა, ჩვენ დავაფიქსირებდით. რამ შეუშალა ხელი მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს, რომ 6-თვიანი სესხი კი არ გაეფორმებინათ და მერე ეგრძელებინათ, თავიდანვე გაეფორმებინათ 10 სესხი. სესხის მოკლევადიანობა ადასტურებს, რომ არავითარი ფულის გათეთრების განზრახვას ადგილი არ ჰქონია", - თქვა სასამართლოზე ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.  

მსგავსი სიახლეები