საქმეს სამართლებრივი შინაარსი არ გააჩნია, პოლიტიკური მოლოდინი დაკავებაა - ხოშტარია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, პოლიტიკოსების დაკავებას არ გამორიცხავს - განცხადება მან ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო სხდომის პარალელურად გააკეთა.
მისი თქმით, რეპრესიები ემუქრება ყველას, ვინც ოლიგარქს არ ეთანხმება:
ამ საქმეში სამართლებრივი მოლოდინი უბრალოდ არ არსებობს, რადგან მას სამართლებრივი შინაარსი არ გააჩნია. ცხადია, პოლიტიკური მოლოდინი არის დაკავება.
აბსოლუტურად ცხადია, რომ რეპრესია ამ ქვეყანაში შეეხება ყველას, ვინც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებთან წინააღმდეგობაში იქნება"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი ერთ საათზე მეტია, მიმდინარეობს. საქმის არსებითი განხილვა დღეს სრულდება, რის შემდეგაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
ამ წუთებში სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვას წარმოთქვამს.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას