მკურნალობის ნებისმიერი სახე, რომელიც სააკაშვილს სჭირდება და არ უტარდება, არის დანაშაული - თუთბერიძე

16.12.21 13:21
მკურნალობის ნებისმიერი სახე, რომელიც სააკაშვილს სჭირდება და არ უტარდება, არის დანაშაული  - თუთბერიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის, განცხადებით, მესამე პრეზიდენტისთვის შესაბამის მკურნალობას ყოველდღიურად ითხოვენ. თუთბერიძის თქმით, სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა არ უტარდება, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უარესდება. ადვოკატები სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულებას დიდი ალბათობით, სასამართლო გზით მოითხოვენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი სახე მკურნალობის, რეაბილიტაციის კურსის ნებისმიერი ასპექტი, რომელიც სჭირდება და არ უტარდება, არის დანაშაული, ჩადენილი გულგრილობით, ან განზრახ და ყველაფერი ამის გამო აგებს პასუხს. ", - ამბობს შოთა თუთბერიძე. 

შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს საკვების მიღება კვლავ არ შეუძლია, რადგან მიუღებლობის სინდრომი (Refusal Syndrome) აქვს. 

წევრი გახლავთ, თუმცა ეს არ არის კონსილიუმის პოზიცია, ეს არის ელენე გიორგაძის პოზიცია. ქალბატონი ელენეს განცხადება გულისხმობდა იმას, რომ სააკაშვილს შეზღუდვები მოეხსნა და შეუძლია, ნებისმიერი რამე მიიღოს, თუ ამის შესაძლებლობა ექნება, სააკაშვილს ამის შესაძლებლობა არ აქვს, ჯერ კიდევ აქვს ე.წ. "რეფუზალ" სინდრომი, ვერ იღებს საკვებს ", - 

შოთა თუთბერიძე მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში გორის ჰოსპიტალში ხვდება. 

მსგავსი სიახლეები