ეს არის პოლიტიკური ვენდეტა - საბა ბუაძე ხაზარაძე-ჯაფარიძის პროცესზე
ბრალის აბსურდულობას ყველა ადასტურებს ივანიშვილის, შოთაძის და ლევან მურუსიძის სასამართლოს გარდა - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის პროცესის შეფასებისას ისაუბრა.
ამ საქმეზე საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს. ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის პოლიტიკური ვენდეტა და პოლიტიკური მიზნებისთვის ნაწარმოები საქმე"- აცხადებს ბუაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი ერთ საათზე მეტია, მიმდინარეობს. საქმის არსებითი განხილვა დღეს სრულდება, რის შემდეგაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს.
ამ წუთებში სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას