ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარეს ისევ ვერ ირჩევენ

16.12.21 13:52
ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარეს ისევ ვერ ირჩევენ

ჩხოროწყუს საკრებულოში თავმჯდომარეს ისევ ვერ ირჩევენ. ამ წუთებში სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული, რადგან “ქართული ოცნების” კანდიდატმა, ჯუმბერ იზორიამ, საკმარისი 14 ხმა ვერ მიიღო, მანამდე კი სხდომა ,,ენმ"-მ და ,,ლელოს" წარმომადგენლებმა დატოვეს. მათი თქმით, ჩხოროწყუს საკრებულო ოპოზიციური უნდა იყოს. შესვენების შემდეგ კანდიდატურის წარდგენას გახარიას პარტია აპირებს.

ეს ახალი მოწვევის საკრებულოს უკვე მესამე სხდომაა, თავმჯდომარე კი საკრებულოს ისევ არ ჰყავს.

მსგავსი სიახლეები