სააკაშვილის ბიძა დაკითხვაზე დაიბარეს

16.12.21 13:57
სააკაშვილის  ბიძა დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია, დაკითხვაზე დაიბარეს. გომელაურის უწყებამ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრი შსს-ში მას შემდეგ გამოიძახა, რაც ალასანიამ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა.

საქმე ეხება  უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელშიც გამოცემის მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და მისი ბიძის საუბარია ჩაწერილი.

მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას, სავარაუდო აუდიოჩანაწერი 2018 წელს გავრცელდა. 

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, ლაპარაკი იყო  საქართველოში არჩევნების წინ მობილიზებაზე. 

მსგავსი სიახლეები