თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა - სააკაშვილი ივანიშვილს
მიხეილ სააკაშვილი მისი ბიძის, თემურ ალასანიას, დაკითხვაზე დაბარების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
გავიგე, ბიძაჩემი თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს.
ჩემი რჩევა ივანიშვილს - თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატიც კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. ყველა საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში", - წერს სააკაშვილი.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას