ჩემთვის გაუგებარია პროკურატურის ეს მანევრი - ჯაფარიძე პროცესის გადადებაზე
"ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესის გადადება პროკურატურის ერთგვარი მანევრია. ჯაფარიძის თქმით, საქმეში ფულის გათეთრების კვალი არ არსებობს, ამიტომ საქმის ლოგიკური დასასრული გამამართლებელი გადაწყვეტილება იქნება.
ჩემთვის გაუგებარია პროკურატურის ეს მანევრი თითქოს მათ ისეთი რამ მოისმინეს, რომ დრო სჭირდებათ და პასუხი არ აქვთ, სინამდვილეში ყველაფერი არის ხელსიგულზე 3 წელიწადია. ამისთვის დრო არ სჭირდებოდათ, ცხადია, რომ რაღაც მანევრია.
ის, რომ აქ მტკიცებულება კი არა ნიშან-წყალიც კი არ არსებობს იმის რაზეც 3 წელიწადია დაგვდევენ, ყველასთვის ნათელია და ერთადერთი ლოგიკური დასასრული არის ძალიან სწრაფად ამ ყველაფრის დასრულება", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი 11 იანვარს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას