გადადგომას არ ვაპირებ - კობა გვენეტაძე
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილ ინფლაციის მაღალი მაჩვენებლზე პასუხისმგებლობას იხსნის და აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.
გვენეტაძემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დეპუტატი სალომე სამადაშვილი, პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, დაინტერესდა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას და როდის აპირებს გადადგომას.
ერთადერთი აქტუალური შეკითხვა, რომელიც შეიძლება თქვენთან ვინმეს ჰქონდეს, ის შეკითხვაა, რომელიც ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ბადრი ჯაფარიძემ კომიტეტის სხდომაზე უკვე დაგისვათ, როდის აპირებთ, რომ გადადგეთ? დღეს ბატონი ბადრი ვერ ესწრება სხდომას, მათ შორის, თქვენი არც თუ მცირე წვლილის შედეგად, ის იძულებულია, რომ ესწრებოდეს სასამართლო სხდომას, რომელიც მიმდინარეობს მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ.
სრულიად უპრეცედენტოა ამ საქმეში თქვენი როლი, როდესაც პირდაპირ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდა, ჩვენს ქვეყანაში პირველად, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი და ამიტომ ბატონი ბადრის ნაცვლად, მე გისვამთ დღეს, კიდევ ერთხელ, შეკითხვას, როდის აპირებთ, რომ გადადგეთ?- მიმართა სამადაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.
ფრაქცია "ლელოს" წევრმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საპარლამენტო ტრიბუნიდან, კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ საქართველოში ინფლაციის წლიური მაჩვენებელი უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.
თავის მხრივ გვენეტაძემ განაცხადა, რომ ინფლაციის მაღალ მაჩვენებლებზე და მიზეზებზე მას ვრცელი განმოსვლა ცოტა ხნის წინ ჰქონდა და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, ამ გამოსვლის ნახვისას კითხვებზე პასუხი მიიღოს.
არ ვაპირებ გადადგომას. თუ დეტალები გაინტერესებთ, ამ საქმესთან დაკავშირებით ხანგძლივი გამოსვლა მქონდა და გთხოვთ, გაეცნოთ, იქ ბევრ შეკითხვაზე პასუხს მიიღებთ - თქვა კობა გვენეტაძემ.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას