ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩიეს - სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.
თავდაპირველად სხდომას ბოიკოტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უცხადებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდნენ, ენმ-ს წევრები სხდომათა დარბაზში დაბრუნდნენ.
საბოლოო ჯამში კი სხდომათა დარბაზში შესულ ოპოზიციას ადგილზე მმართველი პარტიის დეპუტატები არ დახვდნენ.
,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატაები განმარტავენ, რომ მათთვის სხდომის განახლების დრო არავის უცნობებია და ისინი დარბაზში შემოსვლასა და გახარიას პარტიის კანდიდატურისთვის ხმის მიცემას აპირებდნენ.
გიორგი გახარიას გუნდის წევრები კი ორივე პარტიის წარმომადგენლებს წინასწარ დაგეგმილ პოლიტიკურ თამაშში ადანაშაულებენ.
სხდომა გაურკვეველი ვადითაა გადადებული.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას