სამზადისი პრეზიდენტის სასახლესთან - რა შედეგით დასრულდება შეხვედრა

16.12.21 16:59
სამზადისი პრეზიდენტის სასახლესთან - რა შედეგით დასრულდება შეხვედრა

ათონელის რეზიდენციაში საახალწლო მიღების სამზადისია. დაგეგმილი ღონისძიება ჟურნალისტებისთვის  შეხვედრა  დახურული იქნება. მიმდინარე მოვლენებს მედია გარედან სპეციალურად დამზადებული თეთრი კარვიდან დააკვირდება.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ორბელიანების სასახლეში  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს უმასპინძლებს. საახალწლო ღონისძიებას ოპოზიციის ნაწილი დაესწრება. მოწვევაზე უარი განაცხადეს "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ", "ლეიბორისტულმა პარტიამ"  და "დროამ".  შეხვედრას დაესწრება "სტრატეგია აღმაშენებელი", პარტია "საქართველოსთვის" და პარტია "მოქალაქეები".

საზეიმო მიღება ათონელის რეზიდენციაში  19:00  საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები