ბიზნესს სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა დავუბრუნეთ - ნათია თურნავა პარლამენტში მოხსენებით წარსდგა

16.12.21 16:58
ბიზნესს სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა დავუბრუნეთ - ნათია თურნავა პარლამენტში მოხსენებით წარსდგა

პარლმენტის ნახევრადცარიელ სასესიო დარბაზში ეკონომიკის მინისტრს უსმენენ. გაღარიბებული ეკონომიკა, ინფლაცია, გაზრდილი ფასები და ათასობით უმწეო ადამიანი ქვეყანაში - ამ ფონზე ნათია თურნავა დეპუტატებთან სამინისტროს წლიური ანგარიშის წარსადგენად მივიდა.

2021 წელი იყო თვისობრივად განსხვავებული, ვიდრე წინა, 2020, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით პანდემიასთან ბრძოლის სხვა, უფრო ეფექტური მეთოდი. 2021 წელი გახდა ნამდვილი გარღვევის ეტაპი.

ჩვენ გაზაფხულზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - უარი გვეთქვა ჩაკეტვებსა და პანდემიასთან ბრძოლაში, გადავსულიყავით უპირატესად ვაქცინაციაზე. შედეგად, გავხსენით ეროვნული ეკონომიკა, შევქმენით ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ხელსაყრელი გარემო, ბიზნესს დავუბრუნეთ სიმშვიდე და პროგნოზირებადობის განცდა.

ყველა გაგებით, 2021 წელი არის სწრაფი აღდგენის წელი და შემდგომი მშვიდობიანი განვითარების კარგი საწინდარი - განაცხადა ნათია თურნავამ.

  ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის დიდი ნაწილი  პარლამენტში ეკონომიკის მინისტრის მოსასმენად არც ამჯერად მისულა. 

მსგავსი სიახლეები