გაუმჯობესება ნამდვილად არ არის - ბოკუჩავა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

16.12.21 17:29
გაუმჯობესება ნამდვილად არ არის - ბოკუჩავა სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

თინა ბოკუჩავას, თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე სააკაშვილთან 21 დეკემბრის აქციის შესახებ ისაუბრა.

გაუმჯობესება ნამდვილად არ არის, თუ არა გაუარესება მისი სისუსტის თვალსაზრისით. 21 დეკემბრის აქცია იყო ერთ-ერთი ჩვენი განხილვის თემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენთვის და ჩვენი მხარდამჭერებისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაუდასტურონ მხარდაჭერა პრეზიდენტ სააკაშვილს. ეს ბრძოლა არის საქართველოს თავისუფლებისთვის", - თქვა ბოკუჩავამ.

ამ წუთებში გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს ლიზა იასკო ხვდება.  

მსგავსი სიახლეები