რატომ იტყუება, რომ ანაკლიის პროექტზე ახალ ტენდერს გამოაცხადებენ? - რომან გოცირიძის კითხვა თურნავას
ეკონომიკის მინისტრის საპარლამენტო მოხსენება- ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ, რომელიც სხდომას არ ესწრება, ნათი თურნავას კითხვები წერილობით გაუგზავნა.
,,ნაცმოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე, დაინტერესდა, რატომ ჭიანურდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი.
რატომ იტყუებიან, რომ ანაკლიის პორტზე ახალ ტენდერს გამოაცხადებენ, რატომ აჭიანურებენ? იმიტომ, რომ ბოლომდე უნდათ ჩაძირონ ეს პროექტი. ამაზე პასუხი ნათია თურნავას არ ექნება, ამაზე პასუხი ივანიშვილმა უნდა გაგვცეს. - განაცხადა რომან გოცირიძემ
,,სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარების გამო ნათია თურნავას პოსტის დატოვებისკენ მოუწოდა.
ბევრი კითხვა არსებობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მისამართით. მათ შორის, პირდაპირი ინვესტიციების კლებასთან დაკავშირებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ფაქტია, რომ ეკონომიკა არ იზრდება, შესაძლოა, პირდაპირ მას არ ეხებოდეს, მაგრამ იზრდება საგარეო ვალი, ქვეყნიდან მოსახლეობა გადის და კითხვა მაქვს ასეთი, რა უნდა მოხდეს საქართველოში კიდევ ისეთი, რომ თურნავამ გადადგომაზე იფიქროს - თქვა პაატა მანჯგალაძემ.
ეკონომიკის მინისტრის სიტყვით გამოსვლა პარლამენტში 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროისთვის ნათია თურნავა დეპუტატების კითხვებზე პასუხის გასაცემად ემზადება.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას