თავზე ნაცარს უნდა იყრიდეთ - სალომე სამადაშვილი ეკონომიკის მინისტრს

16.12.21 18:18
თავზე ნაცარს უნდა იყრიდეთ - სალომე სამადაშვილი ეკონომიკის მინისტრს

თავზე ნაცარს უნდა იყრიდეთ - ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ასე ნათია თურნავას მიმართა. სამადაშვილის აზრით, ისეთი დაბალი ეკონომიკიური მაჩვენებლის მქონე ქვეყანაში, რაც საქართველოა, ეკონომიკის მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებას უნდა წერდეს.

გამაოგნებელია, ქალბატონო ნათია, თქვენი და თქვენი კოლეგების პათოსი, მადლობები უნდა გადაგიხადოს აქ ვინმემ? თქვენმა კოლეგამ, ჯანდაცვის მინისტრმა, სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ცხადია, უნდა მიდიოდეს მინისტრი, რომელსაც სრული კრახი აქვს.

შემიძლია, მოგიწოდო, რომ შეუერთდეთ მათ,  განცხადების დაწერა განიხილოთ რაც შეიძლება მალე, რადგან ეკონომიკა ციფრებით იზომება. იმ მონაცემების მქონე ქვეყანაში, რაც ჩვენ გვაქვს, რეალურად ეკონომიკის მინისტრი მხოლოდ განცხადებას კი არ უნდა წერდეს, თავზე ნაცარს უნდა იყრიდეს რეალურად - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს. ნათია თირნავას ყოვეწლიური მოხსენება პარლამენტში ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები