საუბარი წინაპირობების გარეშე უნდა დავოწყოთ - ეკა ბესელია პრეზიდენტის სასახლეში მივიდა
პარტია ,,სამართლიანობისთვის" ლიდერი ორბელიანების სასახლეში მივიდა. ეკა ბესელიამ მედიას განუცხად, რომ ეროვნული შერიგება არ არის მოკლევადიანი პროცესი და მისი განხორციელებისთვის აუცილებელია, არ ისაუბრონ წარსულზე და მხოლოდ მომავალზე იყვნენ ორიენტირებული.
ამ ფორმატს ღიად მივესალმე, მხარი დავუჭირე. იმდენად მძიმდება და რთულდება პოლიტიკური კლიმატი, რომ არ მგონია, რომ ვინმეს არ აწუხებდეს, ან არ ფიქრობდეს აქედან გამოსავალზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მშვიდი დიალოგი რთულია ამ დაპირისპირების ფონზე, მაგრამ პრეზიდენტი ამ ახალი ფორმატით ცდილობს ასეთი გარემოს შექმნას.
კარგად მესმის, რომ ეს არ იქნება მოკლევადიანი პროცესი, მე გავუზიარე ოპოზიციაში მოსაზრება, რომ ნუ შევქმნით მოლოდინს, რომ დღეს, ან ხვალ გვექნება კონკრეტული შედეგი. მთავარია, ეს პროცესი დაიწყოს მაქსიმალურად ბევრის ჩართულობით. უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე, ნაკლებად ვილაპარაკოთ წარსულზე. საუბარი წინაპირობების გარეშე უნდა დავიწყოთ - განაცხადა ეკა ბესელიამ
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას