არ ვფიქრობ, რომ შერიგება ცალსახადაა დაკავშირებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებასთან - სერგეენკო
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თვლის, რომ ეროვნული შერიგებისთვის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება აუცილებელი პირობა არ არის. დავით სერგეენკოს თქმით, დაპირისპირება ქვეყანაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამშობლოში დაბრუნებამდეც არსებობდა.
სერგეენკო თვლის, რომ სალომე ზურაბიშვილს ეროვნული შერიგების საქმეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტია და რა თქმა უნდა, მას ბევრი საკითხის გადაჭრა შეუძლია. მათ შორის, ერთგვარი მედიატორის როლის შესრულება შეუძლია სხვადასხვა პარტიებს შორის.
არ ვფიქრობ, რომ შერიგება ცალსახად იყოს დაკავშირებული ექსპრეზიდენტის გათავისუფლებასთან, რადგან ეს დაპირისპირება საქართველოში მის ჩამოსვლამდეც უკვე იყო. შესაძლებელია, დღევანდელი მიღება პრეზიდენტთან ამ დიალოგის პირველ ნაბიჯად იქცეს. დიდი სიამოვნებით მოვისმენ სხვა საკითხებს, რადგან აქამდე მხოლოდ ერთი საკითხი მესმის ოპოზიციისგან, რომ პრეზიდენტის გათავისუფლება იქნება შერიგების საწინდარი. ეს ჩემთვის არასაკმარისი მოცემულობაა - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას