დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და გადავიდეთ უფრო მომწიფებულ პოლიტიკაზე - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ტანხმობის პროცესი დაწყებულად გამოაცხადა. დღეს გამართულ სააახალწლო მიღებაზე შეკრებილ პოლიტიკურ სპექტს სალომე ზურაბიშვილმა ყოვლგვარი პირობის გარეშე პოლარიზაციის დასრულებისკენ მოუწოდა.
სალომე ზურაბიშვილმა ათონელის რეზიდენციაში გამართული შეხვედრისა განაცხადა, რომ ეროვნული შერიგების უკვე ჩამოყალიბებული მოდელი არ გააჩნია, თუმცა ეს საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობითა და გამჭვირვალედ უნდა მოხდეს.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული შერიგება საერთაშორისო პარტნიორების უშუალო ჩართულობის გარეშე უნდა მოხდეს, რადგან მათ შიგნიდან არ იციან პრობლემა.
ჩვენი სახელმწიფო უკვე ზრდასრულია, 30 წლისაა და დროა, გამოვიდეთ ამ ახალგაზრდული ჯახიდან. უნდა გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე.
უკვე გავიარეთ სამოქალაქო დაპირისპირება და ნამდვილად არავის სურს, ეს კვლავ გავიაროთ. ეს წარსულის ფურცლები, რომელიც კარგად არ გაგვიაზრებია, ლოდებად გვაწვება დღეს.
დროა ჩემთვისაც, უკვე 3 წელი გავიდა, მე ბევრი ვისაუბრე, მაგრამ მარტო სიტყვები არ ყოფნის, ბევრი ვისაუბრე ამ სიტუაციების ექსპერტებთან და საერთო დასკვნა აქვთ მათ- სანამ კრიზისი ბოლომდე არ არის მისული, ამ პროცესის დაწყება განკუთვნილია წარუმატებლობისკენ. რადგან საჭიროა, მოხვიდე ბოლომდე, რომ დაინახო უფსკრული, რომ იმ უფსკრულიდან გაჩნდეს ერთობლივი ნება, რომ ჩვენ გამოვიდეთ. ვალდებულად ვთვლი, რომ პროცესი დავიწყო. მე ამის მერე და ამის იქით არ მაქვს პოლიტიკური ამბიცია, რომ დავეხმარო ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ.
ამ პროცესში თქვენი ჩართულობა აუცილებელია. აქ ყველას ვერ ვხედავ, ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ იქნება ბევრი სხვა საშუალება, ეს საუბრები დავიწყოთ. არ მაქვს წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმა, ეს არის ღია პროცესი, სადაც ყველა იქნება ჩართული.
პირველი ეტაპი იქნება საუბრები, მოსმენა, დაიწყება კონსულტაციები ინდივიდუალურ და ჯგუფურ დონეზე, გრძელდება სიმართლის მოსმენით და გაგებით, გრძელდება სამართლიანობით, მერე შესაძლოა, შედგეს შერიგება, მე მირჩევნია, ეს იწოდებოდეს ეროვნულ თანხმობად.
მიმაჩნია, რომ ეროვნული თანხმობის პროცესი უცხოელების ჩართულობით არ უნდა მოხდეს, რადგან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არ აქვთ შიგნიდან პროცესების გაგება. ეს იქნება მძიმე და ხანგძლივი პროცესი, რომელშიც მოვირგებთ უცხოური გამოცდილებასაც - განაცხადა პრეზიდენტმა.
ოპოზიცია მზადაა, დათანხმდეს საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას და დიალოგი დაიწყოს. თუმცა, მათი განმარტებით, პოლიტიკური სურისძიების დასრულებისა და ვადამდელი არჩევნების დანისვნის გარეშე ამ პროცესს შედეგი არ მოჰყვება.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას