ოცნება მომდევნო წლებშიც უზრუნველყოფს ჯანსაღ თანამშრომლობას ეროვნული ინტერესებისთვის - არჩილ თაკალვაძე
პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის დასრულებისას მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ეროვნული შერიგების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული აქცენტები მნიშვნელოვანია, თუმცა არ დაუკონკრეტებია ,,ქართული ოცნების" პოზიცია ოპოზიციასთან ფართო დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” მომდევნო წლების განმავლობაშიც უზრუნველყოფს, რომ ყველა პოლიტიკურ ფორმატში შედგეს ჯანსაღი თანამშრომლობა “ეროვნული ინტერესების გარშემო”.
სალომე ზურაბიშვილმა მნიშვნელოვანი აქცენტები გააკეთა ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ არჩევნების შედეგების პატივისცემა, სამართლიანი შეფასებები, რაზეც ქალბატონმა სალომემ გააკეთა აქცენტები, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი საფუძველი პოლოიტიკური სისტემის და მომავალი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.
,,ქართული ოცნება" იმ დემოკრატიული რეფორმების შემდეგ, რაც გავატარეთ, მაქსიმალურად უზრუნველყოფს პარლამენტშიც, ყველა პოლიტიკურ ფორმატშიც, ჯანსაღ თანამშრომლობას ეროვნული ინტერესების გარშემო - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მსგავსი სიახლეები
უნდა გაირკვეს, ვინ მოაწერა ხელი ამ ღალატს - ნიკა გვარამია ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის შეტანაზე
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა, რომ მათი ნებართვით ხორციელდება საქართველოს სუვერენული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს რუსული საომარი მანქანისთვის დახმარების გაწევას